среда, 8 января 2014 г.

მოსახლეობის ფორუმის წერილობითი
ანგარიში





















ღონისძიების დასახელება:    ,,მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისთვის’’ ფარგლებში  გამართული ქუთაისის მოსახლეობის ფორუმი (ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა)

Ø  ჩამტარებელი ორგანიზაცია:  ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველო’’-ს მხარდაჭერით  განახორციელა ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა
Ø  ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა,  ჟვანიას სკოლა
ü სამუშაო შეხვედრის მიზანი  და  ამოცანები:    
1.      მოსახლეობის ფორუმი არის ერთდღიანი ღონისძიება, რომელმაც შეკრიბა ქალაქის მოსახლეობის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ფორუმის მიზანი იყო, ხელი შეეწყო ქალაქის მოსახლეობას და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს შორის ღია დიალოგის წარმართვას, პასუხისმგებლობების გადანაწილებას არსებული პრობლემების გამოვლენის, გადაჭრის კუთხით და მოსახლეობის ჯგუფების აქტიურ ჩართვას ადგილობრივი პრობლემების გადაჭრის პროცესში.
2.      ფორუმზე შემუშავებული პროექტების განხორციელებისათვის შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები, ასევე მობილიზება გაუკეთდება თემში არსებულ ყველა საჭირო  რესურსს და დაიგეგმება პროექტების განხორციელება
ü რეზიუმე:
            მოსახლეობის ფორუმი ჩატარდა 2013 წლის 30 მარტს. წინასწარ აირჩიეს 18 ფასილიტატორი (მათ შორის მეც), რომლებმაც ფასილიტაცია გაუწიეს სამუშაო ჯგუფებს. ფორუმში დაახლოებით 100 -მა ქუთაისის მოქალაქემ (პენსიონრებმა, ახალგაზრდებმა, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებმა, სოციალურად დაუცველმა პირებმა, პარლამენტარებმა, საჯარო მოხელეებმა, უმუშევრებმა, მედია საშუალებების წარმომადგენლებმა...)  მიიღო მონაწილეობა.
            ჯგუფები  გადანაწილდნენ სფეროების (ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა, განათლება, გარემო და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ტურიზმი, თვითმართველობების, არასამთავრობო სექტორის, მედიის თანამშრომლობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, კულტურა და ა.შ.)  მიხედვით. მე და ჩემს მეწყვილეს, ივეტა შალამბერიძეს შეგვხვდა ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც განათლების სფეროზე იმუშავებდა.  ჯგუფების წარმომადგენლებმა  ფასილიტატორის დახმარებით განსაზღვრეს  სფეროს შესაბამისად ქალაქში, თემში არსებული პრობლემები (1 საათი) და ამ ჩამოთვლილი პრობლემებიდან აირჩიეს ხმის მიცემის წესით 5 პრიორიტეტული პრობლემა (5-7 წუთი). ამ ხუთი დასახელებული პრობლემის პრეზენტაცია მოხდა საერთო დარბაზში (2-2 წუთი), რის შემდეგაც ამათგან ერთი აირჩიეს ფორუმის წარმომადგენლებმა (10 წუთი).  ამის შემდეგ ჯგუფებმა იმუშავეს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზებზე წინასწარ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად (90 წუთი). ჩვენს ჯგუფს  პრობლემის (სასწავლო პროცესებში მშობელთა ნაკლებჩართულობა) გადაჭრაზე მოუწია მუშაობა.
            მთელი დღის მანძილზე,  მუშაობის დროს, შეიძლება ითქვას,  ჯგუფის ყველა წევრი (სკოლის დირექტორები, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, ახალგაზრდული პრლამენტის, ადგილობრივი თვითმართველობის  წევრები, დიასახლისი...)  მაქსიმალურად იყო ჩართული ფორუმის მსვლელობაში.  მომზადდა, მე ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს მშობელთა ჩართულობას სასწავლო პროცესებში.
მომზადებული პროექტების პრეზენტაციას დაეთმო 3-3 წუთი.
            დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. მეც და სხვა ფასილიტატორებს ქგგდც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ნამიჭეიშვილმა  გადმოგვცა  სამადლობელი წერილები...

ღონისძიების  მნიშვნელოვნების  დასაბუთება:
     ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ფორუმი იმიტომ, რომ:
1.      ერთი დღის განმავლობაში ურთიერთობა მქონდა არაჩვეულებრივ ადამიანებთან, მომეცა მათთან საუბრის,  თანამშრომლობის შესაძლებლობა

2.       მივიღე ფასილიტატორის გამოცდილება

Комментариев нет:

Отправить комментарий